უცხოეთი
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა ემანუელ მაკრონმა გაბრიელ ატალს თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა მას სთხოვა, ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკრონმა ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ატალს, ამ დროისთვის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენა სთხოვა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავდა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, “ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ კი - მესამეზე.

interpressnews.ge