უცხოეთი
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეთა ალიანსმა გაიმარჯვა, მეორე ადგილს იკავებს ემანუელ მაკრონის კოალიცია, ხოლო მესამეზეა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მემარცხენეთა ალიანსმა, „ახალმა ფრონტმა“ მიიღო, რომელიც 182 მანდატს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კოალიცია 163 ადგილით, ხოლო მესამეზეა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“, რომელსაც 143 მანდატი შეხვდა.

საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, რომლისთვისაც 289 მანდატია საჭირო, ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

1tv.ge