უცხოეთი
„პოლიტიკო“ - ვიქტორ ორბანის ალიანსმა ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. „პოლიტიკოს“ ცნობით, ვიქტორ ორბანის ალიანსმა ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ბელგიური „ფლამანდიური ინტერესი“ გახდა რიგით მეშვიდე პოლიტიკური პარტია, რომელიც ორბანის მემარჯვენე ჯგუფს, „პატრიოტები ევროპისთვის“ შეურთდა. მანამდე ამავე ჯგუფს შეუერთდნენ ჰოლანდიელი და ესპანელი ულტრამემარჯვენეები.

ევროპარლამენტის რეგლამენტით, პოლიტიკურ ჯგუფად ოფიციალურად დარეგისტრირებისთვის აუცილებელია, მასში, სულ მცირე, შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი 23 ევროდეპუტატი იყოს გაერთიანებული.

ორბანის პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში ამჟამად აერთიანებს პოლიტიკურ პარტიებს უნგრეთიდან, ავსტრიიდან, პორტუგალიიდან, ჩეხეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან.

1tv.ge