პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ დღის აღნიშვნით დასტურდება ერთგულება, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისთვის.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! ამ დღის აღნიშვნით ვადასტურებთ ერთგულებას, გავაძლიეროთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და თანამშრომლური კავშირები“, – აღნიშნავს პრემიერი.