აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0089 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0124 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.