სამართალი
ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები-მსჯავრდებულები ჩაერთნენ

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჩაერთნენ.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანია.

მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ „ციფრული უნივერსიტეტი“ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის მასშტაბით სამ საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.