უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისრაელის მიერ განსაზღვრულ ჰუმანიტარულ ზონაში იმყოფება

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ისრაელის მიერ განსაზღვრულ ჰუმანიტარულ ზონაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ღაზის მოსახლეობის 2,3 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 1,9 მილიონი პალესტინელი ამჟამად ჰუმანიტარულ ზონაში იმყოფება, რომელიც ალ-მავასის რაიონში მდებარეობს.

ასევე, რამდენიმე ასეული ათასი პალესტინელი ჩრდილოეთ ღაზაში, ხოლო დაახლოებით 20,000 რაფაჰში რჩება.

interpressnews.ge