პოლიტიკა
„არ დაუშვას „საქართველოს გადაქცევა რუსეთის გუბერნიად“ - საქართველოში ახალი პარტია შეიქმნა

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. 1 ივლისს, ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური პარტიის “თავისუფლების მოედანი” შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.

ცუცქირიძე, რომელიც მანამდე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი იყო, თვალსაჩინო ფიგურა იყო „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს და საქართველოს რეგიონებში ამ და სხვა თემებზე რიგი შეხვედრები გამართა. EECMD საქართველო ასევე ინტენსიურად მუშაობდა ქართული პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

პარტიის მანიფესტი პირობას დებს, რომ ის იქნება ღია, დემოკრატიული პლატფორმა „საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და ისტორიული მისიის მისაღწევად“. მანიფესტის თანახმად, პარტია გააერთიანებს პატრიოტ, პროფესიონალ და პატიოსან მოქალაქეებს თავისუფლებისა და დემოკრატიის გადასარჩენად. პარტიის მიზანია, არ დაუშვას საქართველოს გადაქცევა რუსეთის გუბერნიად, დავამარცხოთ დღევანდელი ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე, დავამყაროთ რეალური დემოკრატია და მივაღწიოთ ევროკავშირის წევრობას.

გვჯერა, რომ მშვიდობის საფუძველი სამართლიანობაა, ხოლო მმართველობის ყველაზე სამართლიანი სისტემა დემოკრატიაა. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისწრაფებებისა და მიზნების აღსრულების საუკეთესო მექანიზმია, საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების გარანტია. გვაქვს მკაფიო ხედვა, როგორ მივიდეთ არჩევებამდე, როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები და როგორ განვაგრძოთ გზა არჩევნების შემდეგეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით, ეკონომიკის, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების განვითარებით, უნიკალური ბუნებისა და გარემოს ეფექტიანი დაცვით“, – ნათქვამია მანიფესტში.

პარტია ამბობს, რომ ის ითანამშრომლებს ყველა სამოქალაქო ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასთან, და მოქალაქესთან, რომელთანაც ფასეულობები, მიდგომები და მიზნები აერთიანებს. ჩვენი მთავარი ძალა ცოდნაა, უარს ვამბობთ და ვემიჯნებით ძალადობას. მივმართავთ ბრძოლის მხოლოდ მშვიდობიან და კონსტიტუციურ ფორმებს, – ნათქვამია მანიფესტში.