სამართალი
ჯონ ბასი: სამწუხაროა იმის ნახვა თუ როგორ ხდება მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ბიძინა ივანიშვილის მძევალი

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. სამწუხაროა იმის ნახვა თუ როგორ ხდება მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მძევალი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა პოლიტიკურ საკითხებში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა განაცხადა.

ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება მთელი [ქართული] საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, უკმაყოფილების მძევალი“, - აცხადებს ჯონ ბასი.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, „როცა მოკავშირეები დარწმუნდებიან, რომ ის მზადაა შეასრულოს წევრობის ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვა“.

სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე საქართველოში ელჩი ვიყავი, ჩვენ ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს პროგრესი არ გვინახავს. ძალიან შემაშფოთებელი იყო ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ყურება, განსაკუთრებით ბოლო თვეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან“, - აღნიშნავს ჯონ ბასი, რომლის განცხადებასაც ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.