პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო ტერორისტების სამიზნედ იქცევა

   საქართველოში ოპოზიცია წარმოადგენს სხვადასხვა პარტიების კონგლომერატს, რომლებიც ოთხ თვეში, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, წინასაარჩევნო ალიანსში გაერთიანდნენ. ყველაზე მრავალრიცხოვანი, თუმცა მკვეთრად შეთხელებული ელექტორატი, ინერციით, მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, სხვა პარტიებს შეუძლიათ მხოლოდ მათი წევრების, პლუს რამდენიმე ათასი ან თუნდაც ასობით მხარდამჭერის ხმის იმედი ჰქონდეთ.

   მიუხედავად მათი ნაირგვარობისა, არჩევნების მოახლოებასა და უმალ მის შემდეგ, ყველა ისინი მხარს დაუჭერენ რადიკალურ დღის წესრიგს, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნებისმიერი საშუალებით შეცვლაა. არ არის საჭირო უცხოელ მკითხველს გავაცნოთ მთელი ლაჟვარდოვანი ოპოზიციური სპექტრი - ამ პარტიების უმეტესობა პრაქტიკულად პოლიტიკურ საცხედრეშია, ხოლო ბევრი არჩევნების შემდეგ გაქრება. რაც შეეხება ქართველ მკითხველს, ის მაშინვე ხვდება, ვისზეა საუბარი, რადგან ამ პარტიების ლიდერებს ყოველდღე ხედავს ტელეეკრანზე, სააკაშვილისა და მისი ყოფილი (შესაძლოა ამჟამინდელიც?) თანამოაზრეების კუთვნილი, ოპოზიციური პარტიების მომსახურე ტელეკომპანიების ეთერში.

კიდევ ერთი იდენტობა, რომელიც მათ აერთიანებს - კოლაბორაციონიზმია. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი მათგანი, ბიძინა ივანიშვილის გუნდის დამხობისა და მათ პოლიტიკურ გვამებზე „ხორუმის“ ცეკვის მწვავე სურვილით, დასავლეთის, უფრო სწორად, უცხოური გავლენის ადგილობრივი აგენტების ქვეშ მოექცა, რაკიღა ვერ მიიღო პირდაპირი დაკვეთა ვაშინგტონისა ან ბრიუსელისგან. ხოლო უცხოური გავლენის ადგილობრივი აგენტები არიან ასევე ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციები, ოღონდ პირველებთან შედარებით მეტად მოთხოვნადი არიან კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, რადგან დიდი ხანია იქიდან ფასიან შეკვეთებს იღებენ, ანუ კლასიკური უცხოელი აგენტები არიან.

მიუხედავად უდავო ფაქტისა, რომ ოპოზიციის მთლიანი ელექტორატი დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი პარტიისა, მისი მთავარი ძალა არის დასავლეთში, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, ამერიკის კონგრესსა და ევროპარლამენტში, რომლებიც, ოპოზიციის ძალისხმევის წყალობით, გაერთიანდნენ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და საქართველოს სანქციები დაუწესეს. მაგრამ მთავარი საფრთხე არის არა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ხელმძღვანელებისა და მათი ოჯახის წევრების შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მგზავრობის აკრძალვა; ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლისა და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის შეჩერება. ინვესტიციების, სხვადასხვა პროექტისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების დაფინანსების შეწყვეტაც არ იქნება გამოუსწორებელი უბედურება. დაღესტანსა და ყირიმში განხორციელებულმა ტერაქტებმა დაადასტურა, რომ დასავლეთისთვის სანქციების შემდეგ შემდეგი ეტაპი ტერორიზმია - დასავლეთის მიერ დაშინების მდიდარ არსენალში ერთ-ერთი ნაცადი მეთოდი.

   მაშ ასე, საქართველო სანქციების ზონაში შევიდა - რუსეთზე აპრობირებული მენიუდან რომელი მოუმზადა მას დასავლეთმა? შეძლებს თუ არა საქართველო მეგობრებზე დაყრდნობას მცირე დანაკარგებით სანქციების ზონიდან თავის დაღწევას, თუ საქართველოს ხელისუფლება გატყდება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საბოლოო დაკარგვის გზას დაადგება? არ არსებობს 100-პროცენტიანი გარანტია იმისა, რომ საქართველო (თუ ურყევი დარჩება - გახდება ეროვნული სახელმწიფო, ტრადიციული ქვეყანა, როგორც ეს იყო გასული საუკუნის ბოლომდე) არ იქცევა ტერორისტების სამიზნედ. ცნობილი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით ისლამური სახელმწიფოს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ისინი შეიქმნა შეერთებული შტატების პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობით მართლაც სახელმწიფოებრივი გაქანებით: ძალიან ცოტა რეგულარული არმია გაუწევდა წინააღმდეგობას ISIS-ს, რომლის ხერხემალში გადატეხა მხოლოდ რუსეთმა შეძლო; ამერიკული ATACMS-ის რაკეტებს, რომლებმაც სევასტოპოლს დაარტყყეს, ამერიკელები მართავდნენ; თავდასხმები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სინაგოგაზე დერბენტსა და მახაჩყალაში იყო კლასიკური, პოლიტიკურ სარჩულიანი ტერაქტები, რომლებიც დასავლური სპეცსამსახურების მიერ რუსეთის წინააღმდეგ იყო ორგანიზებული.

ჯერჯერობით ღმერთმა დაინდო საქართველო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო დროულად გაეუვნებლებინა როგორც ცალკეული ტერორისტები, ასევე ცნობილი საველე მეთაურები - პანკისის ხეობის მკვიდრნი, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სირიაში. მაგრამ ახლა, როცა დასავლეთმა გადაწყვიტა საქართველოში არასასურველი ხელისუფლების შეცვლა, სპეცსამსახურების ძალები საკმარისი არ არის. აი ნახეთ: სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გერმანიაში ყოფნისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინისთვის უზარმაზარი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას, მის მხარდასაჭერად ყველა საერთაშორისო რეზოლუციას მოაწერა ხელი, და რომ საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა. მაგრამ „მადლიერების ნიშნად“ უკრაინა და ევროატლანტიკური თანამეგობრობა დღეს საქართველოს წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებას ითხოვენ.

ანუ სსრკ-საზღვარი ფაშისტურმა გერმანიამ გადალახა 1941 წლის 22 ივნისს (საქართველოში გასულ შაბათს ერთი სიტყვითაც არავის გაუხსენებია სსრკ-ზე ჰიტლერის ვერაგი თავდასხმის თარიღი, ერთი ყვავილითაც არ მიუგია პატივი უცნობი ჯარისკაცის საფლავისთვის გამარჯვების პარკში, სადაც არასრულწლოვანი გოგონა დაიღუპა, როგორც ქუთაისში დაიღუპა არასრულწლოვანი გოგონა, როდესაც სააკაშვილის ბრძანებით სამხედრო დიდების მემორიალი ააფეთქეს), დღეს კი, 79 წლის შემდეგ, ამერიკამ და ევროპამ საქართველოს საზღვრები გადაკვეთეს - იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე.

ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ოსტატური პოლიტიკური თამაში, მთავრდება, როდესაც მტერი შემოიჭრება შენს სახლში და გააუპატიურებს შენი ოჯახის წევრებს. საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ორი ღირსეული გამოსავალი არსებობს - ან ამაყად დაეცეს, მარტო, უცხოტომელებთან უთანასწორო ბრძოლაში, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საქართველოს ისტორიაში; ან გაიმარჯვოს მოკავშირეებთან ერთად, როგორც გაიმარჯვესრუსეთმა, საქართველომ და სსრკ-ყველა ხალხმა, 1945 წლის 9 მაისს ქანთარიასა და ეგოროვის ხელით რაიხსტაგზე გამარჯვების დროშის აღმართვით.

   ვინ არიან საქართველოს პოტენციური მოკავშირეები ნეოფაშიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მომავალ ბრძოლაში, როცა მთელი მსოფლიოს წინაშე მონსტრები - აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი - აიძულებენ პატარა საქართველოს, მონასავით ფეხები დაუკოცნოს მათ? (თურმე საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ არა მხოლოდ გაიწვიოს კანონი უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, არამედ იმასაც, რომ არც ერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ამ კანონს, არ აღმოჩნდეს ახალი პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა სიაში!).

პირველ რიგში, ეს არის რუსეთ-ბელარუსიის საკავშირო სახელმწიფო, ჩინეთი, ირანი, თურქეთი და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი. საქართველოში არავის უთქვამს, რომ არც ერთ ქართველ ოპოზიციონერს, არც მანამდე, როცა სააკაშვილის რეჟიმს ემსახურა, არც შემდგომში არ უხსენებია აზერბაიჯანი საქართველოს მეგობრად და არც მაგალითად მოყვანია! ისინი ან საერთოდ არ ახსენებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკას, თითქოს საერთოდაც არ არსებობდეს, ან „თურქმენბაშის მსგავს შუა საუკუნეების ავტორიტარულ დიქტატურას“ უწოდებენ. ამას პირველად როდი ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ამის მოსმენა ბაქოელი თავაზიანი აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც არავის მიმართ წყენას გულში არ იდებენ.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 24 ივნისი
საქართველო, თბილისი