როგორც „თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებმა 75 წლის მარიამ ჯანაშვილმა 2010 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვნით მიმართა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკრებულოს დახმარების სახით გამოეყო 500 ლარის ოდენობით თანხა, რომელიც აუცილებელი იყო მისი სახლის შესაკეთებლად.
„ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უსახსრობას სულაც არ უჩივის, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მუცნიციპალიტეტის „მამამთავარი“ ლევან ბაღაშვილი ხელგაშლილობას მხოლოდ საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების მიმართ იჩენს – გასულ წელს გამგებელმა ბაღაშვილმა საკუთარ ნათესავს – ავთანდილ ბაღაშვილს, 2010 წლის 7 მაისის № 252 ბრძანების საფუძველზე საკუთარი სახლის ფასადური შეკეთებისთვის გამოუყო 6 000 ლარი. დახმარების გასაწევთა სიაში „აღმოჩნდა“ მისი ახლო ნათესავი დავით ბაღაშვილიც. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რათა შესწავლილ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის – ლევან ბაღაშვილის, საქმიანობა“, – ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წერილში.
საქინფორმი