რელიგია
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის – გრიგოლ ქათამაძის, ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვს დღეს შეხვდება.
„საელჩოში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან ყველა ოლქის სათვისტომოების ხელმძღვანელები და ის ადამიანები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, უკრაინაში სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ“, – განმარტავს ქათამაძე.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე წლის 25 ივლისს გაემგზავრა. უწმიდესი უკვე შეხვდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს.
საქინფორმი