უცხოეთი
დმიტრო კულება - ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, მაგრამ ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ შვეიცარიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება. მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ რუსეთს ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ, როგორც ახლა საუბრობს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მშვიდობის სამიტზე ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობა დასრულებულია, რომლის ტექსტი დაბალანსებულია და უკრაინისთვის პრინციპული პუნქტები გათვალისწინებულია.

interpressnews.ge