აქტუალური
ირაკლი კობახიძე: მაიდანზე ვინც საუბრობდა, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. მაიდანზე ვინც საუბრობდა, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, პასუხისმგებლობის ნაცვლად, საქართველოს ემუქრებიან მაიდნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, კონკრეტულმა ადამიანებმა ათიათასობით უკრაინელი შესწირეს ომს.

მაიდანზე ვინც საუბრობდა, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას და იმავე ადამიანებმა ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას. კონკრეტულმა ადამიანებმა უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, კონკრეტულმა ადამიანებმა ათიათასობით უკრაინელი შესწირეს ომს და ეს ყველაფერი მოჰყვა მაიდანს. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები პასუხისმგებლობას იღებდნენ, დღეს საქართველოს ემუქრებიან მაიდნით და ეს არის აღმაშფოთებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა: „უკრაინასა და საქართველოს თუ შევადარებთ, დიდი ხნის განმავლობაში მათ პარალელური გზა ჰქონდათ ევროკავშირისკენ, პროდასავლური მომავლისკენ. მათი პრობლემა იყო გაყალბებული არჩევნები ან ლიდერები, რომელთაც სურდათ დროის უკან დაბრუნება. ასე მოხდა სახალხო რევოლუციები. ჯერ იყო „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში, შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის მერე „ნარინჯისფერი რევოლუცია“ უკრაინაში, შემდეგ, 2014 წელს მეორე რევოლუცია უკრაინაში, მაიდანი“.