პოლიტიკა
აფხაზეთის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებმა 27 ივლისს ხელი მოაწერეს „სუფთა და სამართლიანი არჩევნების“ შეთანხმებას, სადაც ისინი პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ „შავ ტექნოლოგიებს“ ერთმანეთის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის დროს.
შეთანხმების ტექსტის თანახმად, კანდიდატები პირობას დებენ, რომ „იმოქმედებენ მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე; არ დაუშვებენ თავიანთი ქმედებებით არჩევნების ლეგიტიმურობისა და რეალური შედეგების დარღვევას“; აწარმოებენ „ღია და სამართლიან“ კამპანიას და „ღია იქნებიან ამომრჩეველთა და ჟურნალისტების მიერ დასმული ნებისმიერი კითხვისთვის“.
საქინფორმი