პოლიტიკა
საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. „საქართველო სუვერენული დერჟავა გახდა. ეს მოძმე მართლმადიდებელი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ქვეყანა გლობალისტების ზეგავლენისგან გათავისუფლდა და სუვერენული განვითარების ახალ გზას დაადგა“, - დაწერა ალექსანდრე დუგინმა თავის Telegram-არხზე.
ერთ-ერთ ბოლო პოსტში გამოჩენილმა რუსულმა ფილოსოფოსმა ალექსანდრე დუგინმა დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ვლადიმირ პუტინი, სი ცზინპინი, ვიქტორ ორბანი და რობერტი ფიცო არიან „ტრადიციის ბანაკის“ წარმომადგენლები, რომლებიც „პოსტმოდერნის ბანაკს“ ებრძვიან.