მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მონაწილეობით შემუშავებული სწორხაზოვანი გეგმა „A“ - საქართველოში განხორციელდეს „ევრომაიდანი-2“, ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, რომელიც მას გაათავისუფლებს და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს („ოქტომბრის რევოლუციას“) ჩაატარებს - ჩავარდა, „ საქართველოს მეგობრებმა“ აშშ-ის კონგრესიდან მიიღეს „საქართველოს მეგობრის აქტი“ და დაიწყეს ეროვნული ვალუტის ხელოვნური დევალვაცია დოლართან მიმართებაში, რათა საქართველო დეფოლტამდე მიიყვანონ და საზოგადოების პროტესტის პროვოცირება მოახდინონ.
ამასთან, ნათელი შეიქნა, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალა არა იმიტომ, რომ დედამისმა, გიული ალასანიამ დიდი ქრთამი არ გადაუხადა, არამედ იმიტომ, რომ სააკაშვილს კონკურენტად ხედავს. დასავლეთის რეზიდენტმა-პრეზიდენტმა გადაწყვიტა თავად ჩადგომოდა სათავეში უცხოეთის აგენტების ოპოზიციას და კვლავ გამხდარიყო პრეზიდენტი, ამიტომ გამოსცა „ქართული ქარტია“ - სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ოქტომბრის არჩევნები გადაიქცევა რაღაც საშუალოდ ეროვნულ რეფერენდუმსა და 1917 წლის „თებერვლის რევოლუციას“ შორის. (რეფერენდუმის ცალკე, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე, გამოცხადების უფლება საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით არ აქვს), ანუ: ვინც შემოხაზავს ხელისუფლებაში არსებულ პარტიას - „ქართულ ოცნებას“, ხმას მისცემს „ საქართველოს რუსულ მომავალს“, ხოლო ვინც ხელს მოაწერს „საქართველოს ქარტიას“ და ხმას ოპოზიციას მისცემს, შესაბამისად, იქნება ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერი. აირჩევა შუალედური პარლამენტი, რომელიც აირჩევს დროებით მთავრობას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს 1 - რეფერენდუმის გადაწყვეტილებას, 2 - მოახდენს არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების ლიკვიდაციას ("რეფორმას"), 3 - რის შემდეგაც მალე გამოაცხადებს ვადამდელ არჩევნებს.
აშშ-ისა და ევროკავშირის სავალუტო ინტერვენციის შედეგად, რამაც ლარის დევალვაცია გამოიწვია, ასევე ზურაბიშვილის მიერ კოორდინირებული უცხოეთის აგენტების საბოტაჟის გამოისობით, საქართველოში, „B“ გეგმის მიხედვით, დაიწყება შეიარაღებული შეტაკებები და აქ შემოვა ნატოს „სამშვიდობო“ კორპუსი (როგორც 1918 წლის 25 მაისს - გერმანული საექსპედიციო კორპუსი) „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად და საქართველოს სამართლებრივ ველში დასაბრუნებლად“. საქართველოს სათავეშ ჩაუდგება უმცირესობების, ანუ მენშევიკების ხელისუფლება, შთამომავლობით მენშევიკი სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ამით დაასრულებს თავისი წინაპრების საქმეს.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროებუს, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 29 მაისი
საქართველო, თბილისი