პოლიტიკა
საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, გულიკო ჩაფიძემ ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში.
„მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ექიმისა და მეცნიერის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონმა გულიკომ მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში. იგი ერთნაირი თავდადებით და წარმატებით ემსახურებოდა როგორც პრაქტიკულ მედიცინას, ისე სამკურნალო მეცნიერების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი გულიკოს ოჯახს, ახლობლებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.