საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. „ჯერ გიორგი სტურუას ორმოცი არ გასულა... გუშინ დიდი ძმა და მეგობარი დავკარგე. საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული შვილი. ყველაზე გადაყოლილი კაცი - ეროვნული გმირი ავთო ჯორბენაძე. საქინფორმის მთავარ გვერდზე არასოდეს არც ერთი, ჩემი თუნდაც უახლოესი ადამიანის ნაშრომი არ დადებულა. არც არავისი რეკლამა. ერთადერთი გამონაკლისი - ავთოს სამივე წიგნია. როგორც დავდეთ, ისე დევს saqinform.ge - ზე. ერთ-ერთის ყდიდან ავთო გვიღიმის. ამ დღეებში ახალი - მეოთხე წიგნის დადებას ვაპირებდი... დამემშვიდობეთ მაინც, ძმებო, მოულოდნელად წასვლას რომ დააპირებთ, თუ ასე გიყვარვარ, რატომ არ გეცოდებით?! მოკლედ, არც გული დამრჩა და არც ცრემლი.
თუმცა, მეც მინდა ასე წავიდე, ინგლისურად, დამშვიდობების გარეშე, არავინ რომ არ შევაწუხო...“ - წერს თავის Facebook-გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.
სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება დღეს, 20 მაისს, სიონის ტაძარში
დაკრძალვა ხვალ, 21 მაისს, სიონის ტაძრიდან