სამართალი
საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გუშინაც განახლდა.
„არა რუსულ კანონს“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
აქციაში ოთხი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობენ. ისინი პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებენ სასწავლო პროცესს. აქციას ლექტორთა ნაწილიც შეუერთდა.