სამართალი
ქაცარავა მიხვდა, რომ ქართველი პოლიციელების შეურაცხყოფა რუსი მესაზღვრეებისთვის უკანალის ჩვენება არ არის!

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას ოპერაცია დასრულდა და ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის „ემერჯენსის“ განყოფილების ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა განუცხადა, პაციენტის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

მას სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, ჩაუტარდა ოპერაცია და ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ინტენსიურ თერაპიაშია. მხედველობის მიმართულებით მისი მდგომარეობა როგორია, ჯერ არ ვიცით, გვეცოდინება დილით. ოპერაციული ჩარევა თვალთან მიმართებით არ ყოფილა“, - განაცხადა ანა დალაქიშვილმა.