ქვემორე განცხადების გაკეთების უფლებას მაძლევს საკუთარი პროგნოზები, რომლებიც გამართლდა. კერძოდ, აქაური პოლიტასტროლოგების წინასწარმეტყველების საწინააღმდეგოდ, დავაფიქსირე, რომ საქართველოში დაიწყება სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მასშტაბური მცდელობა, რომელშიც მთავარი როლი ახალგაზრდებს - სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიენიჭებათ. ეს არის 1998-2002 წლებში დაბადებული GEN Z თაობა, რომლებსაც სკოლაში პირველი კლასიდან მერხზე დაუდეს გაყალბებული ისტორიის სახელმძღვანელოები. ეს არის გაუნათლებელი, უზნეო, თავხედი ახალგაზრდობა, სააკაშვილის მიერ თვითნებობით გარყვნილი, ჭყონიას „კოკა-კოლასა“ და გზისპირა ბუჩქებში სექსზე გამოზრდილი, დაბალი მორალითა და ინტელექტით - ლგბტ ღირებულებებისა და ერთსქესიანთა ქორწინებების მქადაგებლები, ქსენოფობები და რუსოფობი, ნეოფაშისტები და პროვინციელი ნაცისტები, რომლებსაც სძულთ ქართული ტრადიციები, მართლმადიდებლობა, პატრიარქი, მშობლები...
საქართველოში უკრაინული სცენარი თამაშდება
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, მოსვლის დღიდან დღემდე, იოტისოდენადაც არ შეცვლილა - დარჩა მტკიცედ პროდასავლური: 1-საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო ევროატლანტიკური ორიენტაციის შესახებ; 2 – დადო ევროკავშირთან ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებები; 3 – აქცია საქართველო ევროკავშირის კანდიდატად; 4 - რუსეთს უწოდებს ოკუპანტს, "რუსულ ტანკსა" და "ბნელ წარსულს". თუმცა მაინც ვერ გაამართლა დასავლეთის მაღალი ნდობა, რაკიღა არ მოისურვა:
- ერთსქესიანთა ქორწინებების რეგისტრაცია;
- საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების ვეტინგი;
- მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ;
- რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გამოცხადება;
- საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის - ტურისტებისა და საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსულებისთვის, რომლებმაც შეიძინეს უძრავი ქონება და ბიზნესი წამოიწყეს;
- რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლისა და მასშტაბური ვაჭრობის შეწყვეტა.
ამიტომ ვაშინგტონში და ბრიუსელში გადაწყვიტეს ამ ხელისუფლების შეცვლა, ხოლო კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ არის მხოლოდ მიზეზი, რომელიც მას წინასწარ შეუგდო თავად საქართველოს ხელისუფლებამ. „ქართულ ოცნებას“ ახლა რომ არ შეეტანა ეს კანონპროექტი, სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა 27 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საბაბით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა აიძულა ისინი დღეს გამოსულიყვნენ, რათა წინასაარჩევნოდ ამოეწურათ მათი ადამიანური და ფინანსური რესურსები.
რატომ უწოდეს „რუსული კანონი“ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს და არა კანონპროექტს ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ? იმიტომ, რომ სხვაგვარად ეს რუსეთს დადებით პიარს გაუკეთებდა - აქაოდა, თუ "რუსული კანონი" კრძალავს ჰომოსექსუალიზმის, ჩვენი შვილების გარყვნისა და გახრწნის პროპაგანდას, რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, მაშინ რუსები კარგები ყოფილან, რუსეთი კარგია და დასავლეთი - ცუდი!
საქართველოში მომწიფდა საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროება
საქართველოს ხელისუფლებას ამ სიტუაციიდან მხოლოდ ორი გამოსავალი აქვს:
- ან მოილაპარაკებს დასავლეთთან, წავა დათმობებზე და გადადებს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის შემოღებას საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე - აქაოდა, ვინც გაიმარჯვებს, დაე მან გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა საქართველოს ასეთი კანონი (ვარიანტი, რომელსაც შემოგვთავაზა პრეზიდენტკა სალომეამ, რომელიც შეიწყალებს სააკაშვილს და ამით მისცემს პუტჩისტებს ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც არ გააჩნიათ - ლიდერს). მაგრამ ეს დათმობა ხელისუფლებას სიცოცხლეს დიდხანს ვერ გაუხანგრძლივებს - 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ახალარჩეული პარლამენტი კოალიციურ მთავრობას აირჩევს, რომელიც მეორე დღესვე რუსეთს ომს გამოუცხადებს და მის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად მეორე ფრონტს გახსნის
- ანდა საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობას (საჭიროების შემთხვევაში - კომენდანტის საათსაც) შემოიღებს, რომლის დროს წყდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და ანტისახელმწიფოებრივი მედიის საქმიანობა, ხელისუფლება გაუთიშავს ეთერს ძირგამომთხრელი პროპაგანდის მწარმოებელ აქაურ ტელეკომპანიებს, დააკავებს ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, გაასამართლებს პროვოკატორებსა და გაასაჯაროებს მათი დივერსიული საქმიანობის დეტალებს, გააუქმებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების - კოლაბორაციონისტებისა და მესაბოტაჟეების რეგისტრაციას. „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, კერძოდ, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე მსახურობს სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში, პოლიციაში, ან უშიშროების სამსახურში“ - უკრაინაში ქართველმა დაქირავებულებმა დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და დაკავებული უნდა იქნენ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში. ეს ერთადერთი გზაა მამულაშვილის „ქართული ლეგიონის“ შესაჩერებლად, რომელიც მზადაა საქართველოში გადმოსვას შეიარაღებული შერეული დესანტი.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 14 მაისი,
საქართველო, თბილისი