უცხოეთი
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ გაათავისუფლებს მძევლებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მეორე დღესვე შედგება

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ გაათავისუფლებს მძევლებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მეორე დღესვე შედგება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„როგორც უკვე განვაცხადე, ეს „ჰამასზეა“ დამოკიდებული. თუ მათ სურთ, ეს ხვალვე დასრულდება“, – თქვა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ დელეგაციებმა კაირო რამდენიმე დღის წინ დატოვეს. მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ ვერ შედგა, რადგან, ისრაელის თქმით, „ჰამასი“ ეგვიპტის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა, რომელიც ისრაელში არც კი განიხილებოდა. „ჰამასმა“ კი მოლაპარაკებების შეწყვეტაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაადანაშაულა.

1tv.ge