უცხოეთი
სომხეთის პოლიციის ცნობით, ერევანში საპროტესტო აქციებზე 48 ადამიანია დაკავებული

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 48 ადამიანი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეები სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

ამასთან, როგორც „არმენპრესი“ წერს, ერევანში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.

სომხეთში აქციები 20 აპრილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივ დათმობებს აპროტესტებენ.

1tv.ge