უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან რუსი სამხედროების გაყვანაზე შეთანხმდნენ

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. რუსეთისა და სომხეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ზოგიერთი რეგიონიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სააგენტო „რია-ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა.

„იმის გამო, რომ პირობები შეიცვალა, ფაშინიანი და პუტინი ამ საკითხზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ სომხური მხარის მოთხოვნით, რუსი მესაზღვრეები ირანთან და თურქეთთან საზღვარზე დარჩებიან.

interpressnews.ge