რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: გავხსნათ სტალინის მუზეუმი თბილისში!

    ეს ფოტოები გადაღებულია გასულ პარასკევს („ვნების პარასკევი“, 2024 წლის 3 მაისი). აი, ორთქლმავალი, საიდანაც 1900 წლის 3 აპრილს იოსებ ჯუღაშვილმა სიტყვით გამოვიდა (წაიკითხეთ ქვემოთ - ფრაგმენტი ი. ბ. სტალინის ბიოგრაფიიდან) თბილისში, მთავარი სარკინიგზო სახელოსნოების ასობით მუშის წინაშე. ეს იყო სტალინის პირველი საჯარო გამოსვლა დიდი აუდიტორიის წინაშე. ამის შესახებ თბილისში ცოტამ თუ იცის, რადგან ეს ადგილი, მართალია, ქალაქის ცენტრში, ოღონდ ხევში მდებარეობს, საითაც კიბის 37 საფეხური მიემართება. წავიყვანე იქ ჩემი მეუღლე (რომელმაც ეს მობილურზე გადაიღო) და ვაჩვენე ეს ადგილი, რადგან მალე მიწის ამ ნაკვეთს გაყიდიან (თუ უკვე არ გაყიდეს!) და ამ ყველაფერს გაანადგურებენ.

   მივმართავ ინიციატივით ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ისტორია, თბილისი და დიდი სტალინის ხსოვნა - დამიდექით გვერდით, შეაგროვფული და გამოვიყიდოთ ეს ერთი გოჯი მიწა, შენობასა და ორთქლმავალთან ერთად! გავხსნათ იქ სტალინის მუზეუმდა სტალინის სახელობის ბიბლიოთეკა (სააკაშვილის ბიბლიოთეკა დედაქალაქის ცენტრს ხომ „ამშვენებს“, იქ გაზრდილნი დღეს რუსთაველს რომ „ამშვენებენ“...). პირველ შენატანს - 1000 აშშ დოლარს - პირადად მე შევიტან და მუზეუმს უამრავ ექსპონატს ვაჩუქებ.

ერთი ექსპონატი ეზოში ჟანგდება (იხ. ფოტო) - ეს უზარმაზარი, ობიექტივშიც რომ ვერ ჩაეტია, სახარატო დაზგაა, რომელზეც ჩარხავდნენ ღერძებს, ორთქლმავლის ბორბლებს და სხვა დიდი დეტალებს.

   ფრაგმენტი სტალინის ბიოგრაფიიდან: „... 1898 წელს ჯუღაშვილმა პროპაგანდისტის გამოცდილება მიიღო რევოლუციონერი ვანო სტურუას ბინაში მუშებთან შეხვედრისას და მალევე დაიწყო ახალგაზრდა რკინიგზელ მუშათა წრის ხელმძღვანელობა, დაიწყო სწავლება რამდენიმე მუშათა წრეში და მათთვის მეცადინეობის მარქსისტული პროგრამაც კი შეადგინა. იმავე წლის აგვისტოში იოსები გაწევრდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში - “მესამე დასი“. ვ. ზ. კეცხოველსა და ა. გ. წულუკიძესთან ერთად ჯუღაშვილი ქმნის ამ ორგანიზაციის რევოლუციური უმცირესობის ბირთვს, რომლის უმრავლესობაც „ლეგალური მარქსიზმის“ პოზიციებზე იდგა და ნაციონალიზმისკენ იყო მიდრეკილი.

1899 წლის 29 მაისს, სწავლის მეხუთე წელს, ის გარიცხეს სემინარიიდან „გამოცდებზე გაურკვეველი მიზეზით გამოუცხადებლობის გამო“ (სავარაუდოდ, გარიცხვის ფაქტობრივი მიზეზი იყო იოსებ ჯუღაშვილის საქმიანობა სემინარიელებსა და სარკინიგზო სახელოსნოების მუშათა შორის მარქსიზმის პროპაგანდის საქმეში. მისთვის გაცემულ მოწმობაში ეწერა, რომ დაამთავრა ოთხი კლასი და შეუძლია მასწავლებლად იმსახუროს დაწყებით სახალხო სასწავლებლებში.

სემინარიიდან გარიცხვის შემდეგ ჯუღაშვილი გარკვეულ ხანს რეპეტიტორობით ინახავდა თავს. მის მოსწავლეთა შორის, კერძოდ, იყო მისი უახლოესი ბავშვობის მეგობარი სიმონ ტერ-პეტროსიანი (მომავალი რევოლუციონერი კამო). 1899 წლის დეკემბრის ბოლოდან ჯუღაშვილი გამომთვლელ-დამკვირვებლად მიიღეს მიიღეს ტფილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში.

1900 წლის 23 აპრილს იოსებ ჯუღაშვილმა, ვანო სტურუამ და ზაქრო ჩოდრიშვილმა მოაწყვეს შრომითი პირველმაისობა, რომელზეც 400-500 მუშა შეიკრიბა. მიტინგზე, სხვებს გარდა, თავაც გამოვიდა. ეს გამოსვლა გახლდათ სტალინის პირველი გამოჩენა დიდ სახალხო შეკრებაზე. იმავე წლის აგვისტოში ჯუღაშვილმა მონაწილეობა მიიღო ტფილისის მუშათა დიდი გამოსვლის - მთავარი სარკინიგზო სახელოსნოების გაფიცვის მომზადებასა და ჩატარებაში. მუშათა პროტესტის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ მუშა-რევოლუციონერები: მ. ი. კალინინი (პეტერბურგიდან კავკასიაში გადასახლებული), ს. ი. ალილუევი, აგრეთვე მ.ზ. ბოჭორიძე, ა. გ. ოქუაშვილი, ვ. ა. სტურუა. 1-დან 15 აგვისტომდე გაფიცვაში ოთხი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. შედეგად ხუთასზე მეტი გაფიცული დააკავეს“.

   P.S.

   ამ ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს პოსტსაბჭოთა ხანაში აგებული ეკლესია. ორთქლმავალს რომ ველაპარაკებოდი, ტაძარში წირვა სრულდებოდა და ზიარება იწყებოდა, ამიტომ არავითარი რესტორანი, ავტოსერვისი, კორპუსი, კაზინო და გასართობი დაწესებულება სიახლოვეს არ აშენდება! მხოლოდ მუზეუმი და ბიბლიოთეკა, სადაც ჩატარდება ექსკურსიები, წაიკითხავენ ლექციებდა უჩვენებენ დოკუმენტურ ფილმებს.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისსა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 9 მაისი
საქართველო, თბილისი