საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.

როგორც დერეკ შოლე „ტვიტერის“ გვერდზე წერს, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ.

დღეს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს განვუცხადეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით – მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“, – წერს დერეკ შოლე.