პოლიტიკა
საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი და ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
პარტია სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
„არაფერი არ მტკივა. თავიც გაივლის, თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის. ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მანამდე პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ლევან ხაბეიშვილი აქციიდან გაიტაცეს.