საზოგადოება
პუტინმა და ალიევმა კავკასიაში უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საკითხები განიხილეს (ვიდეო)

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა (ვიდეო იხ. აქ).

როგორც რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით წერს, ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული პრობლემები.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აზერბაიჯანს რუსეთის დიდი მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი და მოკავშირე უწოდა.

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და, რაც მთავარია, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მდიდარი ტრადიციები. ორივე მხრიდან არის პოლიტიკური ნება, ყველანაირად გავაგრძელოთ და განვავითაროთ ეს ურთიერთობები“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსული მედიის ცნობით, პუტინი და ალიევი ასევე შეხვდებიან ბაიკალ-ამურის მაგისტრალის ვეტერან მშენებლებს და რკინიგზელებს. შეხვედრა დაკავშირებულია აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყების 50 წლისთავთან. აღნიშნულ მშენებლობას საბჭოთა კავშირის დროს ჰეიდარ ალიევი კურირებდა.