საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ევროინტეგრაციაზე მესაუბრებოდეს?

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ევროინტეგრაციაზე მესაუბრებოდეს? ჯალათი როგორ შეიძლება ადამიანის უფლებებზე მესაუბრებოდეს?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში 6 თვეში არჩევნები იქნება და ოპოზიციამ „კეთილი ინებოს და მოემზადოს“.

ოპოზიციის გეგმა, მათი გეგმა და მიზანი დესტრუქცია, მეტი არეულობა, შფოთვა და ომია. ეს ადამიანები დამოუკიდებელი მოთამაშეები, აქტორები და პოლიტიკოსები არ არიან, ისინი არიან, უნდა ვთქვათ პირდაპირ - სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელნი, მათ არ გააჩნიათ საკუთარი ინტერესი, ჩვენი ქვეყნის ინტერესი მათთვის უცხოა, ჩვენი ხალხის ინტერესს ისინი არ ცნობენ, მათგან არანაირ კრიტიკას არ მივიღებ, როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ევროინტეგრაციაზე მესაუბრებოდეს? ჯალათი როგორ შეიძლება ადამიანის უფლებებზე მესაუბრებოდეს? 2012 წლამდე უკაცრავად, ცოცხებს უყრიდნენ და „დუბინკებს“, ხვრეტდნენ ახალგაზრდებს.

პარლამენტში უნდა გაიმართოს დისკუსია, იქ არგუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს და ყველა არგუმენტი უნდა იყოს განხილული, დებატები უნდა მოხდეს და საღმა აზრმა გაიმარჯვოს. დღეს, ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, არჩევნები სულ რაღაც 6 თვეში იქნება, კეთილი ინებონ, მოემზადონ არჩევნებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.