პოლიტიკა
საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები სავარაუდოდ გაგრძელდება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„პირველი შემთხვევა არ არის, რომ საკითხებს ვიხილავთ და კენჭისყრები სხვა დროს არის. დღეს სავარაუდოდ პოლიტიკურ გამოსვლებს ვერ მოვრჩებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შესაბამისად, პირველი მოსმენით კენჭისყრა ვერ შედგება, რადგან რეგლამენტის მიხედვით, სხდომა 21:00 საათზე უნდა დასრულდეს.