უცხოეთი
ენტონი ბლინკენი - ირანის მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ აშშ ისრაელის გვერდით დადგება

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ირანის მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ აშშ ისრაელის გვერდით დადგება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბლინკენმა და გალანტმა ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გზით.

„ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშესაწყობად და ჰუმანიტარული კონფლიქტისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა თავდასხმა „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლებზე, არასდროს არ უნდა განმეორდეს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ ელოდება, რომ ისრაელი სწრაფად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით და რომ ეს ვალდებულებები დროთა განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

1tv.ge