პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე.

როგორც არის ახლა, ეს შეუთავსებელია და განსაკუთრებით ამჟამინდელ კონტექსტში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება, გააკეთოს დადებითი შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში. მესმის, რომ ეს არის მხოლოდ წინადადება, იქნება დისკუსიები, რომლებიც გაგრძელდება რამდენიმე კვირა, შესაძლოა, რამდენიმე თვეც კი. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის, საქართველოში, ევროკავშირის წევრობის გზაზე მიმავალ ქვეყანაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.