პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო თუ ჯორჯია? - ამ დღეებში გადაწყდება

  „მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან სამშობლოს მოღალატეები, მათთვის ამ ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი, იქნება ეს სამუდამო პატიმრობა თუ სიკვდილით დასჯა. მაგრამ არის მსოფლიოში პატარა ქვეყანა, სადაც იმდენი მოღალატეა, რომ ისინი ერთიანდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებში და სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ამ დღეებში, ბოლოს და ბოლოს, გადაწყდება, ამ ქვეყანას ჰქვია „საქართველო თუ „ჯორჯია, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარმა რედაქტორმა და გენერალურმა დირექტორმა, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.

   - ბატონო არნო, მიიღებს თუ არა პარლამენტი კანონს უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ, რომელსაც წინააღმდეგობიან ისინი, ვინც ამ კანონის მოქმედების არეალში ხვდება, ანუ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელეკომპანიები და მათი დასავლელი სპონსორები?

   - ერთი წლის წინ გაწვეული კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდნენ შესაძლო შედეგების გათვლის გარეშე, გარემოებები საქართველოში და მის გარეთ შეიცვალა და ამას ითვალისწინებს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს მთავრობა ყოველგვარი პროტესტის მიუხედავად მიიღებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ და ამით დაამტკიცებს, რომ ის არის ხელისუფლება, ხოლო საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა „ჯორჯია“. შესაბამისად, გადაწყდება საკითხი - საქართველო დაიბრუნებს ტერიტორიებს და შეურიგდება რუსეთს, რომელსაც ნაცებმა წაჰკიდეს, ან ასეთი სახელმწიფო საერთოდ არ იარსებებს და უკრაინის ბედს გაიზიარებს.

დადასტურდა, რომ საქართველოში ბევრი მოღალატეა, რომლებიც სამშობლოს „30 ვერცხლად“ ყიდიან და ამით ცხოვრობენ. საუბარია არა რამდენიმე ათასზე, არამედ ასობით ათასზე და მილიონობით დოლარსა და ევროზე, რითაც ბოლო 35 წლის განმავლობაში ოფიციალურად და არაოფიციალურად ფინანსდებიან უცხოელი გავლენის აგენტები - არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ტელეკომპანიები და ომბუდსმენის ოფისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა პრობლემაა, წელიწადში ერთხელ შეავსო ბლანკი და მიუთითო, რა თანხა მიიღე საზღვარგარეთიდან? მაგრამ მათ ეშინიათ ციფრის დაფიქსირების, რადგან ეს უნდა შეადგენდეს მათი წლიური ბიუჯეტის 20 ან მეტ პროცენტს (თუ 20% -ზე ნაკლებია, მაშინ არაფრის შევსება არაა საჭირო), რაც ნიშნავს, რომ მთელი მათი წლიური ბიუჯეტის გამოთვლის შესაძლებლობას მისცემს, რომელიც არა 20, არამედ 100 პროცენტით უცხოური გრანტებისგან შედგება. არსებობს მეორე პრობლემაც, რომლისაც ეშინიათ - დაფინანსების დაახლოებით 80 პროცენტს ისინი იღებენ არალეგალურად, ნაღდი ფულით, ან პირად საბანკო ბარათებზე და ეს სუს-ში დიდი ხანია დათვალეს. მაგრამ კანონს უკუძალა არ აქვს და ბიძინა ივანიშვილი არ არის მიშა სააკაშვილი, რომელიც ყველას აიძულებდა დაებრუნებინათ ბოლო ათწლეულების ფარული შემოსავალი, რომელზეც გადასახადები არ იქნა გადახდილი!

სააკაშვილმა ნახევარი საქართველო ღიად დაარეკეტა, მაგრამ რაღაც არ მახსოვს ვინმეს საპროტესტო მიტინგი მოეწყო რუსთაველის გამზირზე! პირიქით, ადამიანები დუმდნენ და ოცნებობდნენ დაეთმოთ ყველაფერი, რაც პატიოსანად თუ უკანონოთ შეიძინეს, ოღონდ სახლში დაბრუნებულიყვნენ თუნდაც გაღატაკებულნი და იარები მოეშუშებინათ! ბევრმა ვერ გაუძლო არაადამიანურ დამამცირებელ წამებას...

   ზემოხსენებულ მოღალატეებზე მეტ აღშფოთებას იწვევენ ფსევდოპატრიოტები, რომლებიც ყოველთვის აკრიტიკებენ ხელისუფლებას, დღესაც კი - აქაოდა, „ოცნებამ ამ კანონის ინიცირება ხელმეორედ სპეციალურად მოახდინა, რათა დასავლეთის რეაქცია გამოეწვიაო! ახლა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში არ მიიღებენ, ხოლო აშშ მას სანქციებს დაუწესებს, „ქართული ოცნება“ კანონსაც ჩააგდებს და არჩევნებსაც წააგებს, ხოლო სააკაშვილი და ოპოზიცია, რომელთანაც "ოცნება" საიდუმლო შეთქმულებაშია, ხელისუფლებაში დაბრუნდებაო!“. ჯერ გუშინ ეს ფსევდოპატრიოტები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, რომ ის რუსეთთან დიალოგს არ იწყებდა და დასაჯა აქტივისტები, რომლებმაც გეი-აღლუმი დაარბიეს, ახლა კი, როცა ხელისუფლებას სურს მიიღოს კანონი უცხოელი აგენტების ლუსტრაციისთვის, რომლებიც გრანტებს მხოლოდ იმისთვის იღებენ, რომ საქართველომ არ დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, ასევე, მიიღოს კანონი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, რომელიც აკრძალავს გეი-აღლუმებს, ისინი ისევ უკმაყოფილო არიან ხელისუფლებით!

- საინტერესოა, ახლა რატომ, ბატონო არნო?

   - იმიტომ, რომ მათ მიუფურთხებიათ რუსეთთან დიალოგისთვის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისა და ლგბტ-ს თარეშისთვის, ისინი უკმაყოფილონი არიან ხელისუფლებით მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ლამობენ ამ ხელისუფლებად გადაქცევას, მაგრამ არაფრით გამოსდით!

   - გამოდის, ეს ორი კანონპროექტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული?

   - რა თქმა უნდა! ლგბტ-თემი - უცხოური გავლენის ჩვეულებრივი აგენტია, რადგან 100 პროცენტით ფინანსდება უცხოეთიდან ერთადერთი მიზმით - აუხსნან ჩვენს შვილებს სექსუალურ უმცირესობაში ყოფნის „უპირატესობები“, როცა არსებობს არჩევანი - არა ორი სქესი, როგორც მათი „ჩამორჩენილი“ მშობლებისთვის, არამედ 70-ზე მეტი! ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ერთ-ერთი გამოვლინებაა ლგბტ „ღირსების“ კვირეული „თბილისი პრაიდია“ გეი-აღლუმთან ერთად, როცა ეს ათობით გენდერები რუსთაველზე ბუმბულდამშვენებული მტიტველი უკანალებით ჩაივლიან!

   - ცუდი არ იქნებოდა, ეს ყველაფერი მედიის საშუალებით აეხსნათ მოქალაქეებისთვის, ან, მაგალითისთვის, გაესაჯაროებინათ რამდენიმე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ან ტელევიზიის ჩრდილოვანი დაფინანსება.

- ბევრჯერ განვაცხადე, რომ სანამ საქართველოს ხელისუფლებაში არ იქნებიან სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ადამიანები, სანამ მთავრობას არ ეყოლება ჭკვიანი პრესსპიკერი, ოპოზიცია გამუდმებით მოაწყობს ყალბ პიარ-კამპანიებს და ხელისუფლებას მოუწევს მუდმივად იმართლოს თავი და ამაზე ბევრი დრო დახარჯოს. მაგრამ ესეც ნაკლებ ეფექტური იქნება, რადგან ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ყველაზე კარგად აღიქვამს პირველ გზავნილს, ხოლო მომდევნო ინფორმაციას ნაკლებად ენდობა და უარესად აღიქვამს. პარლამენტის სპიკერს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დეპუტატებს, ისევე როგორც მათ კოლეგებს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში ან აშშ-ის კონგრესში, შეუძლიათ ილაპარაკონ რაც უნდათ, ისინი ხომ, მთავრობისგან განსხვავებით, პასუხისმგებელი არ არიან სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. თუმცა აშშ-ში არიან სახდეპისა და თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები, იგივეა რუსეთში, არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი და პრეზიდენტის პრესმდივანი, საქართველოში კი არა... ესენი უნდა იყვნენ მედიის პროფესიონალები, ძალიან განათლებული და პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც შეცდომის უფლება არ აქვთ. კობახიძემ და ივანიშვილმა საინფორმაციო სივრცეში განცხადებები უნდა აკეთონ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ხოლო სხვა დროს საგარეო პოლიტიკის თემაზე ხელისუფლების ქმედებების ინტერპრეტაცია უნდა მოახდინოს და ჟურნალისტებს უპასუხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ან პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, როდესაც საქმე შიდა პოლიტიკას ეხება. საქართველოს, მინიმუმ, საკუთარი ნედ პრაისი და მარია ზახაროვა უნდა ჰყავდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფეისბუქი და Meta-ს მფლობელობაში არსებული სხვა სოცქსელები ბლოკავს ყველა რესურსს, რომელიც გადმოსცემს ობიექტურ ინფორმაციას. საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება ახალი ძალები ჩართოს მედიის ფრონტზე ბრძოლაში, რადგან ცარიელ ნიშას ავსებენ ცენზორი კინწურაშვილები, პროპაგანდისტი ბერძენიშვილები და მსგავსი გარეწარი უცხოელი აგენტები.

- გმადლობთ, რომ დრო დაგვითმეთ, ბატონო არნო, ძალიან საინტერესო იყო.

- არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენი დასავლელი „პარტნიორები“ ასე აუმხედრდნენ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონს. ისინი შიშობენ, რომ როცა საქართველოში უცხოელი აგენტების დაფინანსება გამჭვირვალე გახდება, „ატკატებს“ ვეღარ მიიღებენ ისე, როგორც აქამდე იღებდნენ. ამერიკელები და ევროპელებიც ადამიანები არიან, ამიტომ არაფერი ადამიანური, მათ შორის კორუფცია, მათთვის უცხო არ არის...

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილმა
2024 წლის 12 აპრილი