რელიგია
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია კიევში მიემგზავრება

patriarhij-Gruzii-ilij-2საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს, 25 ივლისს, კიევში გაემგზავრება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

გარდა ამისა, 26 ივლისს კიევში რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა იგეგმება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს რუსეთის პატრიარქთან შეხვედრამდე თხოვნით მიმართა, ილოცონ, რათა შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდეს.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი 30 ივლისს დასრულდება.

 

საქინფორმი