სამართალი
მმართველმა პარტიამ „ალტ-ინფოსთან" გარიგების შესახებ ხმები უარყო

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა“ და პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო" შორის, რომელიც ემხრობა ულტრამემარჯვენე შეხედულებებს და მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, არანაირი შეთანხმება არ არსებობს, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

8 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს" რეგისტრაცია გაუუქმა. ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და „ალტ-ინფო“ ერთი გუნდია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას, რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კი იმიტომ მიიღეს, რომ არ მოხდეს პრორუსულად განწყობილი ელქტორატის ხმების გაყოფა.

ჩემი თავით ვაგებ პასუხს, რომ „ალტ-ინფოსთან" არანაირი გარიგება არ გვაქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნა მიღებული.

რაც შეეხება ალტ-ინფოს, ასეთი შეთქმულების თეორია ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება სამართლებრივ არგუმენტებს", - განაცხადა მდინარაძემ.

პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის ინიციატორი ანტიკორუფციული ბიურო იყო, ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. სახალხო დამცველი აპარატი სააგენტოს გადაწყვეტილების შესწავლას გეგმავს.

როგორც მორგოშიამ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრდება იურიდიულად, ასევე დაგეგმილია საპროტესტო აქციის გამართვა.

მისი თქმით, გასულ კვირაში „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებისთვის 25 ათასი მოქალაქის ხელმოწერა წარუდგინა.

მან სააგენტოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტო, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა" შეიქმნა „ალტ-ინფოს" ინტერნეტ-პლატფორმის ბაზაზე.