უცხოეთი
ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს, თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი მესამე წელია მიმდინარეობს და ის დიდ გავლენას ახდენს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ორივე აბსოლუტურად ცხადად ვაცხადებთ: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი. თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დევიდ კამერონისა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივ სტატიაშია აღნიშნული, რომელსაც The Telegraph-ი აქვეყნებს.

საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, დასავლეთს უკრაინისთვის მხარდაჭერის არ აღმოჩენის შემთხვევაში გაცილებით დიდი ხარჯის გაღება მოუწევს, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მოგერიებისთვის.

„გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ამაყობენ იმ მხარდაჭერით, რომელიც გავუწიეთ უკრაინას, დაწყებული უპრეცედენტო სანქციებით, პირველი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების, Scalp-ისა და Storm Shadow-ის კოორდინირებული მიწოდებით. კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ რუსეთის დასამარცხებლად. მსოფლიო გვიყურებს - და განგვსჯის, თუ ვერ შევძლებთ“, - აცხადებენ დევიდ კამერონი და სტეფან სეჟურნე.

interpressnews.ge