პოლიტიკა
საქართველოს დღეს პოლონეთის ახალი პრეზიდენტი ეწვევა

bronislav_komorovskiსაქართველოს დღეს, 25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში კომოროვსკი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება. შეხვედრები ბათუმში გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პოლონეთის პრეზიდენტს 17:30 საათზე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ შეხვდება.

ეს საქართველოში ბრონისლავ კომოროვსკის პირველი ვიზიტია.

 

საქინფორმი