„2012 წელს მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში ალიანსი მოიყვანა, რომელშიც წამყვანი მის მიერ დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“ იყო. მის მერე, 12 წლის განმავლობაში - მიმდინარე 2024 წლის იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილი თვლიდა, რომ შეძლებდა დასავლეთის დათქმებისა და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შორის ბალანსის პოვნა. მაგრამ როცა დასავლეთმა ქართული ადათ-წესბისა და საქართველოს ხელისუფლების შეცვლა მოინდომა, ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ინტერესები პრიორიტეტად აირჩია და, პირველ რიგში, ხელისუფლებაში აუცილებელი ცვლილებები დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.
ბიძინა ივანიშვილმა არ დაელოდა არჩევნებამდე და ამომრჩევლებს წარუდგინა საქართველოს ახალი, ჯერჯერობით მხოლოდ შიდა პოლიტიკა: კონსტიტუციაში ჩანაწერს - „ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია“ და არანაირად სხვაგვარად, დაემატა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის, მასთან პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტისა და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე კატეგორიული უარი, კანონპროექტები „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“, „უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (განმეორებით), აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების კატეგორიული უარი „ვეტინგზე“ - უცხოელი რევიზორების მიერ ქართველ მოსამართლეთა ელიტის კეთილსინდისიერების შემოწმებაზე.
„ქართულ ოცნებას“ ყველა ამ კანონის მიღება დაუბრკოლებლად შეეძლო 2013 წელს, როცა ქართველ ხალხს სიძულვილით აკანკალებდა სააკაშვილის რეჟიმის ჯალათების მიმართ, ხოლო ამ უკანასკნელებს ქუჩაში ცხვირის გამოყოფის ეშინოდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზიაზე!
ამით ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან
1 - არჩევნების შემდეგ, თუ დასავლეთი ვერ მოახერხებდა საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნას, სადაც, „პირველ ვიოლინოს“ რადიკალური ოპოზიცია და სალომეას მიერ შეწყალებული სააკაშვილი დაუკრავდნენ, დასავლეთი საქართველოში რევოლუციას მოაწყობდა „არჩევნების გაყალბების - მოპარული ხმების დაცვის“ საბაბით, როგორც ეს ერთხელ უკვე ვიხილეთ 2003 წლის ნოემბერში;
2 - საარჩევნო რბოლა, რომელშიც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთსა და იმავე ევროატლანტიკურ ტრეკზე შეეჯიბრებოდნენ ერთმანეთს - რომელი მათგანი უფრო პროდასავლურია, შესაბამისად, რომელი უფრო პრორუსული, რთული და ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა ქართველი ამომრჩევლებისთვის და კიდე საკითხავია - ვინ გაიმარჯვებდა ამ რბოლაში, რადგან ოპოზიციას დაეხმარებოდა კოლექტიური დასავლეთი, ხოლო ხელისუფლებაში მყოფი პარტია დაკარგავდა ხალხის მხარდაჭერას, როგორც რუსეთთან ურთიერთობის დალაგების უუნარო.
დასავლეთმაც გადაწყვიტა, საქმე არ მიეყვანა არჩევნებამდე და უახლოეს დღეებში შეეცვალა საქართველოს ხელისუფლება „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ სახალხო პროტესტის“ საბაბით, სინამდვილეში კი - ამერიკული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონის“ (FARA) light-ვერსიით. ყველა სხვა უსუსური ინსინუაცია, როგორიცაა თბილისში „აშშ-ს საელჩოს წინააღმდეგ ГРУ-ს ოფიცრის მიერ“ მოწყობილი „ჰავანის სინდრომი“, მიზნად ისახავს მოქალაქეების ყურადღების გადატანას, მათ შორის კორუმპირებული ურსულა ფონ დერ ლეიენთან დაკავშირებული სკანდალიდან, რომელიც, თურმე პედალირებდა, მილიარდობით დოლარის ღირებულების „Pfizer“-ის ვაქცინების ჭარბი რაოდენობის წარმოებას.
ყველაზე დახურული და გაუმჭვირვალე აღმოჩნდა „ღია საზოგადოება-საქართველო“ (სოროსის ფონდი), „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთ რიგებში აერთიანებენ საქართველოს 20 ათას მოქალაქეს - უცხოეთის აგენტებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ათობით და ასეულობით მილიონი დოლარისა და ევროს გრანტებით კარგ ცხოვრებას. მათი საქმიანობა საქართველოში ლგბტ „ღირებულებებისა და უპირატესობების“ პროპაგანდით, რელიგიური უმცირესობების დაცვის საფარქვეშ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საფარქვეშ ეთნიკური სიძულვილის გაღვივებით შეუძლებელი გახდება, თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე შესვლისას შეძლებს გაიგოს - რამდენი, ვისგან და რა მიზნებისთვის მიიღეს სამშობლოს კლასიკურმა მოღალატეებმა დოლარები და ევრო. ამიტომ, მომავალი კვირიდან, როცა პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, განხორციელდება სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა - „უცხო აგენტების რევოლუცია“. და როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ამბავი, ეს იყო პირველი პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც მისი ხელისუფლება არ დაემორჩილა კოლექტიურ დასავლეთს და საპასუხოდ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ომი გამოუცხადეს საქართველოს ხელისუფლებასა და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.“