უცხოეთი
ანა ფოტიგა - ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ძირს უთხრის იმას, რაც უკვე მიღწეული და დაფასებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას წინასაარჩევნოდ, ცდილობს ზეწოლას, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას წინასაარჩევნოდ, ცდილობს ზეწოლას და ძირს უთხრის იმას, რაც უკვე მიღწეული და დაფასებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, - წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში გუშინ ხელახლა დააინიცირეს.

interpressnews.ge