სამართალი
გიგა ბოკერია: ჩვენი პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მისი პროგნოზები გამართლდა და ევროკავშირის სტატუსის მიღების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა, გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება“.

ბოკერიას თქმით, ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი უნდა იყოს და არჩევნებზე საზოგადოების სრული მობილიზაცია.

სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა, გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამ რეჟიმის პირობებში, შეუძლებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ, დასავლურ მომავალს მიაღწიოს და ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი უნდა იყოს და არჩევნებზე საზოგადოების სრული მობილიზაცია, ამ რეჟიმის შესაცვლელად“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.