საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6897 ლარი გახდა

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6897 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6897 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6953 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9063 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0065 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.