პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ტერაქტი მოსკოვში - გაკვეთილები საქართველოსთვის

   ძალიან ამაღელვებელი იყო, როდესაც კოლეგებმა რუსეთიდან, მიუხედავად ტრაგედიისა, გამონახეს დრო დასარეკად, რათა მადლობა ეთქვათ საქართველოს მთავრობისთვის რუსი ხალხისადმი სამძიმრის გამოხატვისა და ტერაქტის დაგმობისთვის. ეს იყო პირველი ასეთი პრეცედენტი საქართველოს მხრიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს - ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიციაა!

   თუმცა, ჩვენ გვყავს ნაძირალებიც, რომლებიც არ მალავენ სიხარულს მომხდარით - ეს ძირითადად ოპოზიციის - სააკაშვილის ექს-მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისი საიდუმლო სატელიტების ელექტორატია, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს. ესენი არიან ქართველი ნეონაცისტები, რომლებსაც საქართველოში „ნაცებს“ ეძახიან და რომლებიც ღიად ამბობენ: რუსეთი მტერია, ამიტომ რაც მეტი რუსი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპებიან, მით უკეთესი!“. ისინი 7 თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასა და საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნებას იმედოვნებენ.

მხოლოდ ნაცისტებს შეუძლიათ ტერორისტების მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ არავის ქართული ოპოზიციიდან და მასთან აფილირებული NGOებიდან, „სამოქალაქო სექტორიდან“ და ლგბტ-თემიდან არ გამოუთქვამს ოდნავი სინანულიც კი, როცა უკრაინელი ნაცისტები ცოცხლად წვავდნენ ხალხს ოდესის პროფკავშირების სასახლეში, ხოლო დღეს ისინი ზეიმობდნენ, რომ „ქართული ლეგიონის“ მებრძოლებმა, თითქოსდა, გაანადგურეს კადიროვის ჩეჩნური რაზმი და წინ წაიწიეს; იმეორებდნენ გარდონების, შუსტერებისა და სხვა ცილისმწამებლების ფეიკებს, რომ ტერაქტი „კროკუსში“ პუტინის ბრძანებით ФСБ-მ მოაწყო, ან რომ ამით „ისკამურმა სახელმწიფომ“ შური იძია რუსეთზე „თალიბანთან“ და „ჰამასთან“ მეგობრობისთვის. კლასიკური მოღალატეები და პარაზიტები, ქართველი ოპოზიციონერები იზრდებოდნენ არა ოჯახებში, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც უცხოელ აგენტებად ჩამოყალიბდნენ, თანაც გაუნათლებლები, განუვითარებელი აზროვნებით. ვინც საქმის კურსშია, იცის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისთვის სოროსის ფორმულებით აზროვნებას ასწავლიან, ანუ საკუთარი ტვინით აზროვნების უნარს ართმევენ.

   რა თქმა უნდა, საქართველოში ეთნიკური სიძულვილის გაღვივება ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსეთში, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ორი სერიოზული პრეტენზია აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი: კონსტიტუციაში სიკვდილით დასჯის აღდგენის აუცილებლობა გამონაკლისი შემთხვევებისთვის, როგორიცაა ტერორიზმი და მიგრაციის პოლიტიკის გადახედვა. ვფიქრობ, მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა დონალდ ტრამპის ანტიმიგრაციული პოლიტიკა, პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკა ქურთების შეკავებასთან დაკავშირებით და ისრაელის რეაქცია პალესტინის „ჰამასის“ ტერაქტებზე. არადა, თბილისში კროკუსისტერორისტების მსგავსი ჯიშისა და წარმოშობის უამრავი გარეწარი ცხოვრობდა ნი სულაც არ არიან იდეოლოგიური ექსტრემიზმის მიმდევრები, მაგალითად - რელიგიური ექსტრემისტები, მცირე ქრთამის სანაცვლოდ ისინი მზად არიან ჩაიდინონ ნებისმიერი დაკვეთილი დანაშაული, მით უმეტეს, რომ საქართველოში დასაქმება უჭირთ ავტოხტონურ განათლებულ მოქალაქეებსაც კი. ამავდროულად, საქართველოში მუშახელის კატასტროფული დეფიციტია, საბიუჯეტო ორგანიზაციებშიც კი, როგორიცაა დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, კონტრაქტით მუშაობენ დაბაკვალიფიციური მიგრანტები ინდოეთიდან, აფრიკიდან, ცენტრალური აზიიდან.

   არც შეერთებული შტატები და არც რუსეთი არ არიან დაცული ტერორიზმისგან, მით უმეტეს დაუცველია ტერორისტებისგან საქართველო, რომლის ეროვნულ უსაფრთხოებას ყოველდღიურად ემუქრებიან პოლიტიკური ექსტრემისტები, რომლებიც მოუწოდებენ ხელისუფლების დამხობისკენ, ომის დაწყებისკენ რუსეთთან - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ, საქართველოში ნატოს და აშშ-ბაზების გახსნისკენ.

იღბალი, ქართული სპეცსამსახურები, ან ღვთის განგება, რომელმაც საქართველო დღემდე დაიცვა ტერაქტებისგან, შეიძლება დასრულდეს და ნებისმიერი ტერაქტი მოსახლეობაში გამოიწვევს პანიკას არაპროგნოზირებადი შედეგებით. საქართველო რისკის ზონაშია არა არტო რეგიონში მისი გეოგრაფიული - ტერორიზმის მომწოდებელი ქვეყნების უშუალო სიახლოვეს მდებარეობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ სააკაშვილის მეგობრებს - ზელენსკის რეჟიმსა და ევროპარლამენტარებს - „ნაცმოძრაობის“ ლობისტებს, პარტნიორებსა და სპონსორებს - სერიოზული პრეტენზიები აქვთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან და მის ლიდერთან ბიძინა ივანიშვლთან. ასევე მუდმივი „ნაღმია“ პანკისის ხეობა, ვგულისხმობ არამარტო ნაც-მაჩალიკაშვილს, არამედ „ქართველი ჩეჩნების“, ანუ ქისტებს ნაწილს, ვინც „ისლამურ სახელმწიფოს“ უგზავნიდამებრძოლებს და ცნობილ საველე მეთაურებს.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი,
უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 25 მარტი