2005 წლის 3 თებერვალს, დილით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობიდან რამდენიმე საათში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელევიზიით უაპელაციოდ განაცხადა, რომ პრემიერი გარდაიცვალა გაზით მოწამვლის შედეგად (თუმცა გაზი იმ დღეს იმ უბანზე გამორთული იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ მერაბიშვილმა და სააკაშვილის მთელმა გუნდმა, ასევე რამდენიმე ადამიანმა ჟვანიას გარემოცვიდან, სიმართლე იცოდა, მაგრამ ვერ აკონტროლებდნენ სიტუაციას და მხოლოდ სააკაშვილის ნამოქმედარის გამოსწორებას ცდილობდენ (აჟღერებდნენ სახელდახელოდ გამოგონილ ვერსიებს, ნაკერებს ადებდნენ ცხედარს „უცნაურ“ დაზიანებებზე, გვამი რესპუბლიკურის რეანიმაციაში გამოკეტეს და იქ მიტანილი გაზის ბალონები გახსნეს, რომ გვამი გაზით „გაჟლეტილიყო“ და სხვა ამაზრზენი მანიპულაციები). ჟვანიას ის ზოგიერთი „მეგობარი“ „ქართულ ოცნებას“ რატომღაც დაევასა და ისინი დღემდე იკავებენ სერიოზულ პოზიციებს სახელისუფლებო სტრუქტურებში, მაგრამ ჩემთან შემთხვევით შეხვედრისას თვალს მარიდებენ და სწრაფი „საქმიანი“ ნაბიჯებით მშორდებიან...
ზუსტად ასევე, 2024 წლის 22 მარტის საღამოს, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტიდან ორ საათში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ უაპელაციოდ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მომხდარში კიევის ხელს ვერ ხედავს. ეს ნიშნავს, რომ თეთრ სახლს ჰქონდა ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ რუსეთის დასაშინებლად მომზადებული ძალადობრივი აქტის შესახებ, რაც, ფაქტობრივად, ტერორიზმია, მაგრამ სიტუაციას ვერ აკონტროლებდა.
ზუსტად ასევე აშშ-ში იცოდნენ, რომ საქართველოს არაადექვატური პრეზიდენტი აუცილებლად შეუტევდა ცხინვალს, რასაც რუსეთის რეაქცია მოჰყვებოდა, მაგრამ არ იცოდნენ - როდის და სიტუაციზე კონტროლის მიზნით, 2008 წლის 9 ივლისს, სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თბილისში ჩამოფრინდა. ამიტომ სააკაშვილმა ომი 8 აგვისტომდე გადადო, რის გამოც რაისი 15 აგვისტოს კვლავ თბილისში ჩამოფრინდა, რათა საქართველოს ხელისუფლების ნამოქმედარი შეძლებისდაგვარად გამოესწორებინა.
ზუსტად ასევე, 2024 წლის 7 მარტს აშშ-ის საელჩომ გააფრთხილა რუსეთში მყოფი თანამემამულეები, რომ 48 საათის განმავლობაში არსებობდა ტერაქტების საფრთხე მოსკოვში, ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის საკონცერტო დარბაზებში. ამიტომ უკრაინის სპეცსამსახურებმა ტერაქტი 22 მარტისთვის გადადეს.
ეს ნიშნავს, რომ ზელენსკი სააკაშვილის გზას გაჰყვა - მან გამოიყენა აშშ-ის შანტაჟის მეთოდები, რაზეც ერთმანეთში არაერთხელ უსაუბრიათ. „თუ ამერიკელებს მომხდარი ფაქტის წინაშე არ დააყენებ, არ აიძულებ დახმარება გაგვიწიონ, არც გაინძრევიან! აგვისტოში ომი რომ არ დამეწყო, 5 მილიარდ დოლარს არ გამომიგზავნიდნენ!“, - გაუზიარა მიხეილ სააკაშვილმა მდიდარი გამოცდილება უკრაინის ახლად გამოჩეკილ პრეზიდენტს. ამიტომ, ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების საკითხებში თავის მრჩევლად დანიშნა და აშშ-ში რეკვის ნება დართო - უკრაინისთვის დოლარებისა და შეიარაღების „გამოსაძალად“.
დღეს, მისი შეხედულებით, აშშ-ის მხრიდან არასაკმარისი დახმარებით უკმაყოფილო ზელენსკიმ (ბაიდენს დღითიდღე უფრო უჭირს კონგრესის დაყოლიება კიევისთვის ახალი ტრანშების გამოყოფაზე) გადაწყვიტა რუსეთში ტერაქტებით დაეშანტაჟებინა ვაშინგტონი. ზელენსკის გათვლა მარტივია: „ჩრდილოეთის ნაკადებისა“ და ყირიმის ხიდის აფეთქებების შემდეგ, ტერაქტებში მაინც აშშ-ს დაადანაშაულებენ!
თავდაპირველად იყო დრონების თავდასხმები რუსეთის ენერგოობიექტებზე, მაგრამ აშშ-მა საჯაროდ აუკრძალა კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, კასპიის მილსადენის კონსორციუმისა და სხვა ნავთობობიექტების დაბომბვა, რადგან ეს იწვევს ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდას.
უფრო მეტიც, მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ სწორედ აშშ-ის „ცე-რე-უ“-მ მიაწოდა რუსეთის სპეცსამსახურებს მარგარიტა სიმონიანის მიერ გასაჯაროებული ბუნდესვერის მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლებიც ყირიმის ხიდზე სარაკეტო იერიშსა და აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებისთვის დახმარების თხოვნას გეგმავდნენ; რომ სწორედ აშშ-ის „ცე-რე-უ“-მ მიაწოდა ინფორმაცია ქართველ ძალოვანებს, თბილისში ამერიკის საელჩოს მეშვეობით, ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და მოწყობილობებით სავსე სატვირთო მანქანის შესახებ, რომელიც საქართველოს გავლით ისევ უკრაინაში მიემგზავრებოდა, ყირიმის ხიდის აფეთქების მიზნით. ამით აშშ-მა წინდაწინ იუარა მონაწილეობა ტერაქტების ორგანიზებაში - აქაოდა, „ეს არ არის ჩვენი მეთოდი, ჩვენ თვითონ ვართ 11 სექტემბრის მსხვერპლნი!“, და ასევე განახორციელა პრევენცია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით (ასაფეთქებელ მოწყობილობებიანი ტრეილერი, როგორც ცნობილია, ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ყირიმის ხიდზე მეორე აფეთქება არ მომხდარა).
ყველა სხვა ვერსია - თითქოსდა, ოთხი მაჯლაჯუნა ტაჯიკეთიდან, რომლებიც მაიმუნთან უფრო ახლოს დგანან ევოლუციურ კიბეზე, ვიდრე ჰომო საპიენსებთან, იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები („ვილაიეთი ხორასანი“), კრიტიკას ვერ უძლებს. დიახ, გარეგნულად - ტიპიურმა აზიელმა გასტარბაიტერმა-მაწანწალებმა 10 წუთში დახოცეს და დაჭრეს ასობით ადამიანი და დაწვეს უზარმაზარი კომპლექსი, რაც მიუთითებს როგორც მათ, ასევე ტერაქტის სერიოზულ მომზადებაზე, მაგრამ მათ ეს ჩაიდინეს რამადანისას, „კაპიკებისთვის“ - მხოლოდ 5500 დოლარად? და ცდილობდნენ წასვლას არა უკეთეს სამყაროში, არამედ უკრაინაში! "ალაჰის მეომრები" ასე არ იქცევიან!
დღეს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ასობით ათასი აზიელი მიგრანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს ამოუწურავი რესურსი პოტენციური ტერორისტების მოსაძებნად. „კალაშნიკოვის“ ავტომატი და „მოლოტოვის კოქტეილი“ - იაფი. სამაგიეროდ, უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა. ვიდრე „აბრამსები“, „ლეოპარდები“ და „ბრედლები“! უბადრუკმა გარეწრებმა, რომლებიც ტელეეკრანიდანაც კი ყარდნენ, შეძლეს საზარელი დარტყმის მიყენება ბირთვული ზესახელმწიფოსთვის, რომელსაც აშშ-იც კი უფრთხის და რომლის დამარცხებასაც ვერ ახერხებენ ნატო და უკრაინა ერთად აღებული!
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „საქინფორმი“ მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 24 მარტი
თბილისი, საქართველო
კროკუსი (ლათ. "crocus sativus", ბერძნ. "krokos") - ზაფრანას ყვავილი (არაბ. "sepheran"). ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მშვენიერ ჭაბუკს უყვარდა ნიმფა სმილაქსი, მაგრამ უპასუხოდ, ამიტომ ღმერთებმა, მისი ტანჯვის დასასრულებლად, ჭაბუკი - კროკუსის ყვავილად, ხოლო ნიმფა ხვართქლა სმილაქსად აქციეს.
ტრაგიკული სიყვარულის შესახებ კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, ღმერთ ჰერმესს შეუყვარდა მშვენიერი ჭაბუკი, მაგრამ შემთხვევით მოკლა იგი, ამიტომ, ქალღმერთ ფლორასთან ერთად, გარდაცვლილი ჭაბუკი კრაკუსის ყვავილად აქცია.