უცხოეთი
მარია ზახაროვა - “კროკუსში” მომხდარი ტერაქტის გამოძიების დასრულებამდე ვაშინგტონის მიერ კიევის ნებისმიერი გამართლება სამხილად უნდა ჩაითვალოს

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. „კროკუსში“ მომხდარი ტერაქტის გამოძიების დასრულებამდე, ვაშინგტონის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რომელიც კიევს ამართლებს, სამხილად უნდა ჩაითვალოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი ტერაქტის გამოძიების დასრულებამდე, ვაშინგტონის ნებისმიერი ფრაზა, რომელიც ამართლებს კიევს, სამხილად უნდა ჩაითვალოს“, - დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-ამდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადეს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინა დგას.

interpressnews.ge