პუბლიკაციები
საქინფორმი რუს ხალხს უსამძიმრებს

ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმიჟურნალისტები ღრმა მწუხარებით უსამძიმრებენ რუს ხალხს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოქალაქეების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების, ნათესავებისა და მეგობრების გვერდით, დაე ჩვენმა ხმა საქართველოდან ოდნავ მაინც გაათბოს ისინი ამ მძიმე ჟამს.

არაადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავი კანონის მიღმა თავად დააყენეს, ადექვატურად უნდა დაისაჯონ ჩადენილი დანაშაულისთვის - სიკვდილი სიკვდილის წილ! იგივე დაიმსახურეს ტერაქტის დამკვეთებმა და ორგანიზატორებმა, ტერორისტების ყველა ახლობელმა, ვინც იცოდა მათი განზრახვების შესახებ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი!

ბესლანის ტრაგედია და დუბროვკის ტერაქტი, სამწუხაროდ, ცუდი სიზმარივით წარსულს არ ჩაბარებია - დარია დუგინას და ვლადლენ ატარსკის მკვლელობები, ახლა - ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში: ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ჩვენ მიერ დამნაშავეობისა და დასავლეთის მხრიდან ომის პროპაგანდის მიმნებებლობის წყალობით, რომელიც ახლა თურმე „შოკირებულია“ მომხდარით! მაგრამ განა მათი დამსახურება არ არის, რომ ზღვარი ომსა და ტერორს შორის დიდი ხანია წაალ?! განა ომი ნებისმიერი მეთოდებით, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არ არის წახალისებული კიევის სახელმწიფოს სპონსორებისა და დონორების მიერ, რომლებიც არაფრით განსხვავდებიაან ისლამური სახელმწიფოსგან?! გუშინ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში დაღუპულნი იგივე ომში დაღუპული  არიან, რომელიც სასწრაფოდ უნდა დასრულდეს ყველა შესაძლო მეთოდით - მერე უფრო მეტი მსხვერპლი იქნება!

საქინფორმის კოლექტივისა და პირადად ჩემი სახელით -
მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი

2024 წლის 23 მარტი