პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს და უსამძიმრებს რუს ხალხს

საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლშიღამით რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115- გადააჭარბა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომკროკუს სითი ჰოლზეთავდასხმა ტერაქტად შეაფასა.