უცხოეთი
ჯეიკ სალივანი - დარწმუნებული ვარ, უკრაინის დახმარების პაკეტზე ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას მივიღებთ

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან კიევში ვიზიტისას გააკეთა.

როგორც სალივანმა აღნიშნა, კონგრესის მიერ შეჩერებული დახმარების პაკეტი უკრაინაში აუცილებლად მოხვდება, თუმცა გაგზავნის ზუსტი დრო არ დაუსახელებია.

ამასთან, მისი თქმით, არ არსებობს ახალი გეგმის აუცილებლობა.

„დარწმუნებული ვარ, პირვანდელ გეგმაზე შევთანხმდებით. ჩვენ პალატაში ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას მივიღებთ უკრაინის დახმარების პაკეტზე“, – აღნიშნა სალივანმა და დასძინა, რომ პროცესი დიდხანს გაიწელა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, ჯო ბაიდენი ყველაფერს აკეთებს, რათა სენატის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული 60 მილიარდი დოლარის დახმარება წარმომადგენელთა პალატაშიც დამტკიცდეს.

1tv.ge