უცხოეთი
კანადამ უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. უკრაინამ კანადისგან, ფინანსური დახმარების სახით, 2 მილიარდი კანადური დოლარი (1.5 მილიარდი აშშ დოლარი) მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში.

„მადლობელი ვართ კანადელი ხალხისა და მთავრობის, რომლებიც ამ რთულ დროს ჩვენს საიმედო მოკავშირეებად რჩებიან“, - წერს შმიგალი.

უკრაინის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კანადის ფინანსური დახმარების მთლიანი მოცულობა თითქმის 7 მილიარდ კანადურ დოლარს (5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი) შეადგენს.

interpressnews.ge