აქტუალური
ექსპერტი: აშშ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას საქართველოში განათავსებს

uzeyir-djafarov"მოლაპარაკებები რეგიონში აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს", _ ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ არის მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიის რომელ ქვეყანაში უნდა განთავსდეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა.

სამხედრო ექსპერტის განცხადებით, აშშ-ში დღეისათვის ამ საკითხზე გაძლიერებულად მუშაობენ. "მიმაჩნია, რომ სავარაუდოდ, ეს სამხედრო რადარი საქართველოში იქნება დამონტაჟებული, რადგან აზერბაიჯანის პოლიტიკური ხალმძღვანელობა არ გარისკავს. არსებობს რუსული ფაქტორი, ირანული ფაქტორი, რომლებსაც ეს ფაქტი არ მოეწონებათ. ყველაფერთან ერთად საქართველო თავად არის დაინტერესებული იმაში, რომ ამერიკული სისტემა მის ტერიტორიაზე იყოს, ვინაიდან ეს იქნება ერთგვარი `ქოლგა~ საქართველოსათვის გარე საფრთხეებისგან და საშიშროებებისგან დასაცავად", - აცხადებს ექსპერტი.